16:31 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-14 15:59:53, 1562 ნახვა

საზოგადოება
ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ქართული ენის დღე აღინიშნა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში ქართველი განმანათლებლის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახელობის აუდიტორიის გახსნა გადაწყდა.

ქართული ენის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გაიმართა პრეზენტაცია ქართული ენისა და ისტორიის შესახებ დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპებს, მის უნიკალურობასა და მნიშვნელობას მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისათვის.

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში სამი ფოტოგამოფენა გაიხსნა  - „ქართული ანბანი", „ვეფხისტყაოსნის კალიგრაფია" (კალიგრაფ ფიქრია ჭაბუკიანის ნამუშევრები) და "საქართველო-ლიტვის ისტორიული ურთიერთობები".

სტუმრების წინაშე წარსდგნენ ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართული ენისა და კულტურის კურსების ლიტველი სტუდენტები, საქართველოს საელჩოში მოქმედი ქართული ენის საკვირაო სკოლის მოსწავლეები, ლიტვაში ქართული სათვისტომო „კახეთი", საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ქართველი სტუდენტები, ვილნიუსის ბალის დვარიონასის სახელობის მუსიკალური სკოლის მოსწავლეები და ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები. შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, ქართული ფოლკლორული და ლიტვური სიმღერები.

საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ, ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა ალგირდას გაიჟუტისმა და ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტის დირექტორმა რომა კრიაუჩიუნიენემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს ძალისხმევით ვილნიუსში ქართული ენის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა, რაც ხელს უწყობს ლიტვურ საზოგადოებაში ქართული ენის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამასთანავე ლიტვაში ქართული დიასპორის ჩართულობას.

​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics