|
2017-04-14 13:39:35, 1117 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ბათუმში დედა ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართა. ღონისძიებას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. ზურაბ პატარაძემ სკოლის მოსწავლეებთან ერთად ყვავილებით შეამკო დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ძეგლი და იქ შეკრებილ საზოგადოებას 14 აპრილი, დედაენის დღე მიულოცა. ,,ქართველ ხალხს ვულოცავ ამ დიდებულ დღეს. ეს დღე არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, ჩვენი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ილია ჭავჭავაძის ძეგლთან და მოსწავლეებთან ერთად აღვნიშნეთ ეს ეროვნული დღესასწაული", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. 14 აპრილისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებაში ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ, მათ ყვავილებით შეამკეს ილია ჭავჭავაძის ძეგლი და წაიკითხეს ლექსები. დღესვე, სკოლის მოსწავლეები თეთრი მაისურებით შეუერთდნენ ღონისძიებას სლოგანებით - "დაიცავი დედა ენა! არა ბარბარიზმს!". აქციის მიზანს ქართული ენის თვითმყოფადობის დაცვა და გაფრთხილება წარმოადგენდა. ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები სულიკო თებიძე და მირიან ქათამაძე. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დიწყეს. დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა. (NS)
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)