|
2017-04-14 11:21:55, 1409 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ხონის რაიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კოოპერატივი „თამარის ჩაი“ პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახორციელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერი ლევან უროტაძე და იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლები ხონის რაიონში დაფინანსებულ კოოპერატივს ესტუმრნენ და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს. უწყების ინფორმაციით, კოოპერატივი „თამარის ჩაი“ პროგრამაში 2017 წლის 13 იანვარს ჩაერთო და 15.1 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას მოახდენს, სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება - 37 735 ლარს შეადგენს, რომლიდანაც კოოპერატივს სამუშაოების ღირებულების 80% -ს 30 188 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს. აღნიშნულ კოოპერატივს, მას შემდეგ რაც რეაბილიტირებული პლანტაცია სრულ მსხმოიარობაში შევა (24-36 თვე), სააგენტოსგან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა ჩაის პირველადი გადამუშავების ყველა საჭირო მანქანა დანადგარი. პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ჩართულია 17 ბენეფიციარი. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს - 515.89 ჰექტარს, ხოლო ჯამური ინვესტიცია გახლავთ 1 285 989 ლარი, საიდანაც 924 226 80 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა. პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. ასევე თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. (NS)
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)