|
2017-04-13 13:39:54, 2551 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი გივი ბერიკაშვილზე: ეს ჩვენი ერისთვის დიდი დანაკლისია
მარჯანიშვილის თეატრში, სადაც სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა. ყოფილმა პრემიერმა პანაშვიდზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა. „ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ერისთვის ძალიან დიდი დანაკლისი“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვორიკაშვილი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდს ესრება, თუმცა პრემიერს მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ცნობისთვის, მარჯანიშვილის თეატრში მსახიობის და სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგები, მეგობრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ. გივი ბერიკაშვილს მარჯანიშვილის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. შეგახსენებთ, მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)