|
2017-04-12 17:52:26, 1537 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძემ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესახებ სამინისტროს პოზიცია წარადგინა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების შესახებ სამინისტროს პოზიცია წარადგინა. გიორგაძის განცხადებით, სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს სახალხო დამცველის ოფისთან და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მათი ჩართულობით ხდება. „სახალხო დამცველის ანგარიშში სამინისტროს საქმიანობა პოზიტიურად არის შეფასებული. ბუნებრივია, რომ კვლავ რჩება გამოწვევები და ეს ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის ოფისთან, ისევე როგორც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პრაქტიკულად, ყველა გადაწყვეტილების მიღება მათი ჩართულობით ხდება. ჩვენთვის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება დევნილთა გრძელვადიანი განსახლება, განსაკუთრებით იმ ოჯახების, რომლებიც მძიმე საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობენ. ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი ობიექტი დავხუროთ. ასევე შემუშავებულია გეგმა, რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს მშენებლობის ტემპები, მაქსიმალურად მრავალფეროვანი გახდეს და გაიზარდოს დევნილების შემოსავლის წყაროებზე მორგებული პროგრამების რაოდენობა. ეს ყველაფერი დაეფუძნება საბიუჯეტო სახსრების ეფექტურ და სამართლიან განაწილებას“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. (NS)
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)