|
2017-04-12 17:35:41, 1520 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი: საარჩევნო სისტემის ცვლილება ხელს შეუწყობს რეგიონული ლიდერების შექმნას
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პროექტის „კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს კონსტიტუციურ საკითხებზე დისკუსიაში აქტიური ჩართვისა და პოზიციების დაფიქსირებისკენ მოუწოდა, თუ როგორი სახელმწიფოს მშენებლობა და როგორ სახელმწიფოში ცხოვრება სურთ. პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებისას, მოსახლეობის აზრის გათვალისწინება გადამწყვეტია, რადგან ქვეყნის უმთავრესი კანონი - კონსტიტუცია, საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტს წარმოადგენს. მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების, განათლების ხელმისაწვდომობის, მისი მნიშვნელობის და რეფორმების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტმა ასევე კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის, ეროვნულ ღირებულებებთან მიმართებაში ევროპული ტრადიციების შესახებ ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იგი უკვე რამდენიმე წელია მოსაზრებას აფიქსირებს, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა შესაცვლელია და მაჟორიტარული სისტემიდან საქართველო პროპორციულ და პროპორციულ - რეგიონულ სისტემაზე უნდა გადავიდეს, რაც სამ ძირითად საკითხს დაარეგულირებს - ხელს შეუწყობს დაბალანსებული პარლამენტის შექმნას, უზრუნველყოფდა რეგიონული ლიდერების შექმნას და პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას. „ლიდერები არ უნდა იბადებოდნენ და ყალიბდებოდნენ მხოლოდ დედაქალაქში. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ლიდერების გაჩენა და რეგიონული პოლიტიკის წარმოდგენა საქართველოს პარლამენტში, ოღონდ პროპორციული პრინციპით. მე ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, არა იმიტომ, რომ მაჟორიტარული არ არის დემოკრატიული, არამედ იმიტომ, რომ ეს ფორმა არ უზრუნველყოფს განვითარებას", - აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა უცხოელებისთვის მიწების მიყიდვაზეც ისაუბრა. „შეიძლება ლოგიკა იყოს უცხოელზე მიწის მიყიდვის, ან არმიყიდვის საკითხთან მიმართებაში, როდესაც საუბარია ჩვენს სასაზღვრო რეგიონებზე. იქ გასაგებია, რომ გარკვეული ზოლი უნდა იყოს, რომელიც სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება. სხვა შემთხვევაში მარტივად უნდა შეიქმნას მიწის ბაზარი, სადაც იქნება მიწის ყიდვა-გაყიდვა და ის შექმნის სოფლის მეურნეობას", - განაცხადა მარგველაშვილმა.
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)