14:21 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 19:08:51, 1688 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია: ავარიული შენობების გამაგრებისთვის წელსაც საკმაოდ მოცულობითი თანხაა გათვალისწინებული

თბილისის მერიის 2016 წლის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ, თბილისის საკრებულოში სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

დავით ნარმანიამ დეპუტატების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა.

ნარმანიამ  დედაქალაქის მასშტაბით, ავარიული შენობების რეაბილიტაციასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ავარიული შენობების გამაგრება- გაძლიერების მიზნით, შარშანდელის მსგავსად, წელსაც გათვალისწინებულია საკმაოდ მოცულობითი თანხა. 

„ბუნებრივია, დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი ქალაქში არსებული ყველა ავარიული კორპუსის გამაგრებას 3 წელიწადში ვერ მოახერხებდა, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ, ამ მიმართულებით, ტემპს არ დავწევთ",- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

რას შეეხება ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თბილისის მერის თქმით,  დიდი წარმატებით დასრულდა პროექტ „ახალი ტფილისი“-ს პირველი ეტაპი - აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია.

„2017 წელს განვახორციელებთ „ახალი ტფილისი“-ს მეორე ეტაპს. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილია ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, გაგრძელდება  გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები; დასრულდება ძველ თბილისში არსებული  ისტორიული შენობების მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები ეკრანზე ნაჩვენებ მისამართებზე;  მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჯავახიშვილის N 7 -ში მდებარე ილიას მუზეუმს. ისტორიული სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 3 სადარბაზოს სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია განხორციელდება",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics