|
2017-04-11 17:49:57, 1315 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ კულტურისა და სპორტის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას კულტურისა და სპორტის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. პრეზენტაციაზე ყურადღება მუზეუმებზე გამახვილდა და აღინიშნა, რომ შეიქმნა „მუზეუმების გაერთიანება“, რომელიც 2016 წლის 5 აგვისტოდან აქტიურად შეუდგა გაერთიანების და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ინსტიტუციურ განვითარებას. 2016 წელს, თბილისში მერიის ხელშეწყობით ჩატარდა არაერთი მასშტაბური ფესტივალი, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ (GIFT), საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ და სხვა. 2016 წელს დაარსდა: გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი „თბილისის თანამედროვე ბალეტი“;“ქალაქი - ბიბლიოთეკა“, რომელიც თბილისის მერიისა და ელექტრონული წიგნების სახლის „საბას“ ერთობლივი პროექტია; ალოიზ მიზანდარის სახელობის #1 ხელოვნების სკოლის ბაზაზე „ბიჭუნათა კაპელა“, რომელიც 300-მდე მოზარდს აერთიანებს. 2016 წლის განმავლობაში ქალაქში დაიდგა ცნობილი ქართველოლოგის მარი ბროსეს და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტები, დამსახურებული არტისტის ქართული კინოვარსკვლავის ნატო ვაჩნაძის ძეგლი, ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურული კომპოზიცია, ასევე, მასშტაბური სკულპტურა „სიცოცხლის ხე“ ევროპის მოედანზე. ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, რესტავრაცია ჩაუტარდა ილია ჭავჭავაძის საფლავს მთაწმინდის პანთეონში და საფლავზე მდებარე სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათის მონუმენტურ ნამუშევარს - „მწუხარე საქართველო“. მისივე თქმით, აღდგენილია ყველასათვის საყვარელი მზიურის კარიბჭე - „არლეკინი“, რაზეც თავად ავტორმა გია ჯაფარიძემ იმუშავა, ცნობილი „მიმინო და ხოხობი“ ლეღვთახევში და სხვა. „აქვე გეტყვით ერთ ძალიან სასიხარულო ინფორმაციას - უკვე დასრულდა ტენდერი ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოებზე და უახლოეს მომავალში დაიწყება შესაბამისი სამუშაოები“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. რაც შეეხება სპორტს, 2016 წელს, თბილისის მერიის მხარდაჭერით დაფინანსდა 210 სპორტული ღონისძიება და სპორტსმენთა მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებაში. დედაქალაქის მასშტაბით, მოეწყო 7 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 210-ს. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს განხორციელდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. „აღდგა და გაიხსნა კულა გლდანელის სახელობის ქართული ჭიდაობის სპორტული დარბაზი. პირველად, თბილისის ათივე რაიონის 24 სკვერში დამონტაჟდა გარე–გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობები. მიმდინარეობს რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობა მუხიანში; ვაზისუბანში საერთაშორისო სტანდარტების მქონე რაგბის სტადიონი ეწყობა. მიმდინარეობს ა(ა)იპ „გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის” სრული რეაბილიტაცია“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. ანგარიშის პრეზენტაციისას, ასევე აღინიშნა, რომ 2016 წელს განხორციელდა მასშტაბური სპორტული ღონისძიებები. „ჩვენ მხარი დავუჭირეთ სპორტის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ პროექტებსა და კამპანიებს, გადავდგით კონკრეტული და მიზანმიმართული ნაბიჯები შშმ პირთა სპორტული ცხოვრების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით და ამ მიმართულებით, არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, სამომავლოდ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ“,- აღნიშნა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. (NS)
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)