|
2017-04-11 17:23:55, 1829 ნახვა
საზოგადოება
თბილისში MAN-ის ავტობუსების შემოყვანა დასრულდა - მგზავრებს 143 ახალი ავტობუსი მოემსახურება
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას, მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, თბილისში “Man Truck and Bus AG”-ის კიდევ 103 ავტობუსი შემოიყვანეს. ნარმანიას განმარტებით, მათი გაშვება ხაზზე ეტაპობრივად მოხდება. ჯამში, დედაქალაქში 143 ახალი ავტობუსი ივლის. ამ ეტაპზე ქალაქში, გრძელ დისტანციებსა და მარშრუტებზე უკვე მოძრაობს ევროსტანდარტების შესაბამისი 40 ლურჯი ავტობუსი. ამასთან, უკვე დამონტაჟდა 200 ახალი მოსაცდელი. 2017 წელს კიდევ 500 ახალი მოსაცდელი დამონტაჟდება და მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლიდან დღემდე გაუქმებულია 800-ზე მეტი საპარკინგე ადგილი ტროტუარებზე. როგორც ნარმანიამ აღნიშნა 2017 წელს თბილისს ახალი მუნიციპალური ავტობაზა ექნება, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო. ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, რომ დიდი ყურადღება ეთმობა მეტროს მოდერნიზაციას - 2016 წელს გარემონტდა 20 ვაგონი და მოდერნიზდა 4. 2017 წელს განხორციელდება 22 ვაგონის რემონტი და მოდერნიზაცია. ასევე, გარემონტდება მეტროს სადგურები. თბილისის მერმა ყურადღება საბაგირო გზების განვითარებაზეც გაამახვილა. დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაციაც დაიწყება. „ჩვენ აღვადგინეთ წლების განმავლობაში უფუნქციო კუს ტბის საბაგირო! საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა) სადგური. ამასთან, მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, კაპიტალურად გარემონტდა გონდოლები. სამუშაოების მიმდინარეობისას შენარჩუნდა სადგურებისა და გონდოლების ძველი იერსახე, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საბაგირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა.
(NS)
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)