14:22 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 17:13:25, 1496 ნახვა

საზოგადოება
მამა რევაზი: აღსარება ჩავიბარე, ზიარება ჩემი პრეროგატივა არ არის, რადგან მღვდელთმსახურება შეჩერებული აქვს

ე.წ ციანიდის საქმეზე“დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მისულმა მამა რევაზ სიხარულიძემ "მატროსოვის ციხე" უკვე დატოვა. 

როგორც მამა რევაზიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მან მამა გიორგის აღსარება ჩაიბარა.

„მე შემოვედი არა მარტო მოსანახულებლად, არამედ აღსარებაც ჩავიბარე. მისი ჯანმრთელობა ძალიან მაწუხებდა. ვისთვის, ეს შიმშილობა იყო, ვისთვის ეს მკაცრი მარხვა იყო - ეს თავად იფიქრონ. ახლა ნორმალურად იკვებება, ნორმალურად გრძნობს თავს. აღსარება ჩავიბარე“, - განაცხადა მამა რევაზ სიხარულიძემ.

რაც შეეხება ზიარებას, სასულიერო პირის განმარტებით, ასეთ ვითარებაში დაკავებული დეკანოზის ზიარება მღვდელმთავრების პრეროგატივაა.

„ამ შემთხვევაში, ზიარება ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება, რადგანაც სინოდზე მას შეჩერებული აქვს მღვდელთმსახურება, ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც გამოძიება დამთავრდება და ეს მღვდელმთავრების პრეროგატივაა“, - აღნიშნა მამა რევაზ სიხარულიძემ.

მისივე თქმით, აღსარება არის სრულად კონფიდენციალური.

„რასაც აღსარებაში მეტყვიან, მამა გიორგი იქნება თუ სხვა, ეს სამარეში უნდა წავიღო“, - თქვა მამა რევაზ სამხარაძემ.

კითხვაზე, ითხოვს თუ არა დაკავებული დეკანოზი პატრიარქთან შეხვედრას, მამა რევაზ სიხარულიძის ინფორმაციით, დაკავებულ დეკანოზს ეს სურს, თუმცა გამოძიების დასრულებამდე ეს რამდენად მოხერხდება, ამის თქმა ძნელია.

„ის ცდილობს, რომ თავი გაიმართლოს და ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გამოჩნდება“, - განაცხადა მამა რევაზ სიხარულიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics