|
2017-04-11 17:13:22, 1293 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: 2016 წელს დედაქალაქის მასშტაბით 180 000 ხე-მცენარე დაირგო
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოში 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატებს თბილისში გამწვანების კუთხით ჩატარებული ღონისძიებები გააცნო. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2016 წელს დედაქალაქის მასშტაბით 180 000 ხე-მცენარე დაირგო, თბილისსა და მის შემოგარენში კი, პირველად დაიწყო ნუშისა და ზეთისხილის ბაღების გაშენება. მერის თქმით, დიდი რაოდენობით ხე-მცენარის დარგვა გამგეობების მიერ შერჩეულ ტერიტორიებზე, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით მოხდა. „გამწვანება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც დედაქალაქის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია. 2014 წლიდან დღემდე, თბილისსა და მის შემოგარენში სულ 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული. გარდა ამისა, გასულ წელს დედაქალაქში 30 ახალი სკვერი მოეწყო, ხოლო რეაბილიტაცია 249 სკვერს ჩაუტარდა. მათ შორისაა, იაპონური ბაღი - ბოტანიკურ ბაღში, რომელიც იაპონური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. გავამწვანეთ და კეთილმოვაწყვეთ თამარაშვილის ქუჩის გზაგამყოფი ხეივანი, ასევე, ვერის პარკი და სხვა სკვერები. მნიშვნელოვანი გამწვანებითი ღონისძიებები ჩატარდა ე.წ. „ახალ გზაზე“, სადაც მიუხედავად ათასგვარი წინასწარი ვერსიისა, ნერგების უმრავლესობამ გაიხარა. ლისის ტბის ირგვლივ საფეხმავლო ბილიკი გავაკეთეთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება და გამწვანების მიმართულებით არაერთი მასშტაბური ღონისძიება განხორციელდება. თბილისის მერმა დასუფთავების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მასშტაბით დღეს ჯამში 18 974 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული, აქედან 2800 ერთეული კონტეინერი შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 2016 წელს შეისყიდა. ნარმანიას თქმით, გასულ წელს შეძენილ იქნა 30 ერთეული თანამედროვე დამხმარე საშუალება და 5 ერთეული სპეციალური ტექნიკა. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი ტექნიკის შეძენა 2017 წელსაც იგეგმება. ნარმანიამ აღნიშნა, რომ ,,თბილისერვის ჯგუფი“ მერიის სისტემაში შემავალი ყველაზე გამართული უწყებაა. „მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლიდან დღემდე, ქალაქში პირველად მოეწყო ინერტული (სამშენებლო) ნარჩენების 2 ნაგავსაყრელი და დაიწყო თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობა, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება" - განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. (NS)
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)