|
2017-04-08 20:26:32, 1881 ნახვა
საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ქირურგიისა და ენდოკრინოლოგიის მიმართულებებით უფასო კონსულტაციები გაიმართა
8 აპრილს, საჩხერის სამედიცინო ცენტრში ქირურგიისა და ენდოკრინოლოგიის მიმართულებებით უფასო კონსულტაციები გაიმართა. ცენტრში მისულ პაციენტებს მომსახურება თბილისიდან მიწვეულმა ქირურგმა, მედიცინის დოქტორმა ბაკურ არაბულმა და საჩხერის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა დიანა გიორგაძემ გაუწიეს. ექიმ ბაკურ არაბულთან უფასო კონსულტაციები გაიარეს იმ პაციენტებმა, რომლებსაც მუცლის ღრუს ოგანოების ლაპარასკოპიული ოპერაციები, კერძოდ, ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია, დიაფრაგმის საყლაპავის თიაქარის ოპერაცია ესაჭიროებათ. აღნიშნული პათოლოგიების გამოსავლენად პაციენტებს ასევე უფასოდ ჩაუტარდათ მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ღვიძლის ფუნქციურის სინჯები. საჩხერის სამედიცინო ცენტრის უფასო აქციის ფარგლებში, პაციენტებს ასევე მიეცათ საშუალება, გამოეკვლიათ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ამ მიზნით მათ ჩაუტარდათ ულტრაბგერითი გამოკვლევა, ბიოფსია-ციტოლოგია, ჰორმონალური გამოკვლევა და კომპიუტერული კვლევა. საჩხერის სამედიცინო ცენტრი, რომელიც ევროსტანდარტების შესაფერისი ინფრასტრუქტურის და ულტრათანამედროვე სამედიცინო და სამკურნალო აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო კომპლექსია, მომავალშიც აპირებს მსგავსი აქციების ჩატარებას. "ჩვენს კლინიკაში მსგავს ღონისძიებებს სისტემატური ხასიათი აქვს, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას და, შესაბამისად, დროულ მკურნალობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კლინიკას აქვს ულტრათანამედროვე აპარატურა და ჰყავს პროფესიონალი კადრები, როგორც ადგილობრივი, მაღალკვალიფიციური ექიმები, ასევე მოწვეული სპეციალისტები. აღსანიშნავია, რომ უფასო მომსახურების მიღება ყველა მსურველს შეუძლია - როგორც საჩხერის, ისე მეზობელი რეგიონის მოსახლეობას. მსგავსი აქციების ჩვენს სამედიცინო ცენტრში კვლავ იგეგმება. ასე რომ, საჩხერის სამედიცინო ცენტრის პროფესიონალი ექიმები ყოველთვის მზად არიან იზრუნონ თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე", – აღნიშნა საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა თამარ მელიქიძემ. საჩხერის სამედიცინო ცენტრი მრავალპროფილური სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებაა, რომელიც მოიცავს: სამკურნალო და სარეაბილიტაციო განყოფილებებს, საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, 10 სოფლის ამბულატორიას, 1 პოლიკლინიკას, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს და 7 სტაციონარულ განყოფილებას. 2015 წელს კლინიკას მიენიჭა "დარგის ლიდერის" საპატიო წოდება – II ადგილი (ოქროს რეიტინგში) იმერეთის საწარმოთა შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფინანსურ-სამეურნეო მიმართულებაში ექვსი ნომინაციის შედეგებით. ასევე, 2015 წელს კლინიკას მიღებული აქვს "მადლობის სიგელი" პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამაში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის (სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური). 2016 წლიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრის სერვისს დაემატა ონკოლოგიური-ქირურგიული მომსახურება, 2017 წლიდან კი – პლასტიკური ქირურგიის განყოფილება, სადაც რეკონსტრუქციულ-პლასტიკურ და ესთეტიკურ ოპერაციებს პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი ატარებს.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
პაპუაშვილი – საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის
კობახიძე - ალდეს ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)