|
2017-04-03 13:15:21, 874 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების მეთაურებს უმასპინძლა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების, TCG Kalkan-ის და TCG Yıldırım-ის ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, რეგიონის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ეკიპაჟის წევრებს ბათუმში ვიზიტისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის უკვე არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდება. ზურაბ პატარაძემ ისაუბრა მჭიდრო თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ქალაქ ბათუმის მერიასა და თურქეთის ქალაქების მერიებს შორის არსებულ ურთიერთობებს. ,,მადლობა მინდა გადავუხადო ეკიპაჟის წევრებს ჩვენს ქალაქში ვიზიტისთვის. დადებითი ფაქტია, რომ აქტიურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის სამხედრო კუთხით თანამშრომლობა. სტრუქტურებს შორის ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას“,-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ბათუმის ნავსადგურს მარმარილოსა და შავ ზღვაში დაგეგმილი წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2017"-ის ფარგლებში, სარაკეტო კატარღა TCG Kalkan (P-331) და ფრეგატი TCG Yıldırım (F-243) ეწვია. 4 აპრილს მსურველებს ექნებათ გემების დათვალიერების შესაძლებლობა. 5 აპრილს კი საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან დაგეგმილია ერთობლივი წვრთნების ჩატარება. აღსანიშნავია, რომ თურქული გემების წვრთნები 5 ქვეყანაში ჩატარდება. (NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)