|
2017-03-30 16:23:41, 1021 ნახვა
რეგიონი
მარნეულში ადრეულ ასაკში ქორწინების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონულ დეპარტამენტთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ საბირქენდისა და თაქალოს საჯარო სკოლებში ორი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ადრეულ ასაკში ქორწინების თემაზე, რეგიონში ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა. „შეხვედრაზე განხილული იყო ადრეულ ასაკში ქორწინების ფორმები, თანმდევი რისკები და გამომწვევი მიზეზები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყანაში არსებული სერვისების შესახებ. მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ადრეული ქორწინების შემთხვევებისა და არასრულწლოვანი მშობლების სტატისტიკა. განსაკუთრებულად უნდა გავუსვათ ხაზი დისკუსიაში მოსწავლეების აქტიურ ჩართულობასა და თემით დაინტერესებას. შეხვედრაზე გაიხსენეს არაერთი ადრეული ქორწინების შემთხვევა და ხაზი გაუსვეს იძულებითი ქორწინების პრაქტიკას. როგორც მოსწავლეებმა, ასევე, სკოლის მასწავლებლებმა სურვილი გამოთქვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ჩაეტარებინათ მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მშობლებისთვის, რადგან ძირითადად მშობლები არიან ადრეული ქორწინების ინიციატორები. სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, კვლავ აგრძელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საინფორმაციო შეხვედრების ციკლს ქალთა მიმართ ძალადობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლების და პრევენციის მიზნით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)