|
2017-03-30 15:31:09, 1974 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
მახინჯაურის სანაპიროზე ხმაურია - ასწლოვანი ხის გადატანისას ინტერნეტკაბელები და სანაპირო დაზიანდა
მახინჯაურში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ასწლოვანი ხის გადატანის პროცესში, გადამზიდი კომპანიის და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დღეს ასწლოვანი ხე, მახინჯაურის სანაპირო ზოლამდე გადაიტანეს, რის შედეგადაც რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტერნეტკაბელები დაზიანდა. რკინიგზის თანამშრომლების განცხადებით, მათ დილიდან ინტერნეტი არ აქვთ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გადამზიდ კომპანიას სანაპირო ზოლზე სამუშაოების წარმოების ნებართვის დამადასტურებელ საბუთს ამ დრომდე სთხოვენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდაცავები. ისინი სიტუაციის განმუხტვასა და "ნაციონალური მოძროაბის" წევრის, რეზო ხარაზის ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობენ. ასწლოვანი ხის გადატანა ამ დრომდე დაპირისპირების გამო ვერ ხერხდება.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)