|
2017-03-29 13:21:08, 897 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი შეხვედრები გრძელდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მომზადების მიზნით მუნიციპალიტეტებში გასვლებს იწყებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორ თინათინ ზოიძესთან ერთად კურორტ „გოდერძი“-ს მენეჯმენტსა და ხულოს გამგებელ ბესიკ ბაუჩაძეს შეხვდა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე კურორტსა და ზოგადად, ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილეს. გარდა ამისა, ისაუბრეს იმ ახალ ტურისტულ მარშრუტებზე, რომელთა მარკირებასა და ამუშავებას ტურისტული პროდუქტების სააგენტო ხულოს მუციპალიტეტში გეგმავს. 2017 წლისთვის, სააგენტო აპირებს სრულად მოახდინოს შემდეგი ტურისტული მარშრუტის მარკირება - ხულო-დანისპარაული- გოდერძი- მწვანე ტბა - ბეშუმი. კურორტ გოდერძის მენეჯმენთან ზურაბ ჭურკვეიძესთან და ზვიად ემირიძესთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება კურორტზე სათავგადასავლო, საცხენოსნო და საველოსიპედო მარშრუტების შექმნის და ზაფხულის პერიოდში გოდერძიზე სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზების აუცილებლობაზე გამახვილდა, რაც ზაფხულში კურორტის დატვირთვას შეუწყობს ხელს. კურორტ „გოდერძი“-ს დირექტორმა ზურაბ ჭურკვეიძემ გოდერძის მიმდებარედ არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის ტრენინგებისა და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების ჩატარების სურვილი გამოთქვა. ამ კუთხით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“-ს ფარგლებში გეგმავს ტრენინგებს და საოჯახო სახლების მეპატრონეებს გააცნობს სერვისის თანამედროვე სტანდარტებს. შეხვედრაზე კურორტ გოდერძის განვითარების კონცეფციაც განიხილეს. 2018-2019 წლიდან კურორტზე ორი მაღალი კლასის სასტუმრო „ალიანს რეზორტი“ და „ეიფორია სქაი თაუერი“ გაიხსნება. სასტუმრო კომპლექსების მშენებლობის პარალელურად დასრულდება კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს შემდეგ კვირაშიც გამართავს. (NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)