|
2017-03-28 12:52:24, 979 ნახვა
რეგიონი
ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება
ქალაქ ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცენტრი ერთდროულად 40 ადამიანის მოემსახურება. ა(ა)იპ „ერთად რეალური ცხოვრებისათვის“ ბულგარეთის მთავრობასთან თანამშრომლობით მზად არიან განახორციელონ პროექტი „თემისა და ინკლუზიური განათლების გაძლიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის“. დღის ცენტრი ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 64 შშმ ბავშვს და მათ ოჯახებს დაეხმარება სოციალურ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის პროცესში. დღის ცენტრის აღჭურვისა და პერსონალის გადამზადებისათვის სულ მცირე 50 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. სერვისების შექმნაში ორგანიზაციას მხარდაჭერას უცხადებენ დონორი ორგანიზაციები: გაეროს ბავშვთა ფონდის და ბულგარეთის მთავრობა. ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან სოციალური სერვისების შექმნის საკითხებში. ისინი არაერთი წელია მუშაობენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების/ბავშვების მშობლებთან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ 20 წლის ვადით სარგებლობაში გადასცა ქ. ბორჯომში, დ. აღმაშენებლის ქ. №31-ში, პირველ სართულზე მდებარე 567.09 კვ.მ. ფართი.
(NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)