|
2017-03-23 14:27:35, 1011 ნახვა
რეგიონი
ბათუმის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერები გაიხსენეს
1921 წლის მარტში დაღუპული ქართველი იუნკერები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ და იუნკერების საფლავზე მემორიალური ქვა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. მათივე ინფორმაციით, მემორიალთან შეკრებილებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ღონისძიებაზე საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. 1921 წლის მარტს საქართველოს გასაბჭოება განხორციელდა, რის შემდეგაც, თურქეთის საჯარისო ნაწილებმა ბათუმის ოლქი დაიკავეს. ქართველმა გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თურქეთის საჯარისო ნაწილების მიერ დაკავებული ბათუმი გაათავისუფლა. თავისუფლებისთვის ბრძოლაში 50 იუნკერი დაიღუპა, მათ შორის ერთი ქალბატონი იყო. იუნკერების საფლავის ძიება და გათხრები 1990 წლის მაისში დაიწყო. ათკაციანი ჯგუფი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. გათხრების შედეგად აღმოჩენილია საბრძოლო იარაღი, ნივთები და გარდაცვლილთა ცხედრები. ნაწილის გადასვენება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მალევე მოხდა. 50-დან მხოლოდ 27 იუნკერის ვინაობის დადგენა მოხერხდა. ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა დღე ყოველი წლის 23 მარტს აღინიშნება . (NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)