|
2017-03-23 14:14:23, 995 ნახვა
რეგიონი
აჭარაში გიდების გადამზადება იწყება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში გიდებისთვის ტრენინგები იწყება. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების განვითარების დეპარტამენტიდან აცნობეს, მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველთა რეგისტრაცია სააგენტოში 5 აპრილამდე გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით, ტრენინგების ფარგლებში 60 გიდის გადამზადება მთიანი აჭარის 4 ტურისტული მიმართულებით იგეგმება. მაჭახელას მარშრუტი + მაჭახელას დაცული ტერიტორია, ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი, მაღალმთიანი აჭარა _ ჩირუხის მარშრუტი , სხალთა - ხიხანის მარშრუტი, ხულო, გოდერძი - მწვანე ტბის მარშრუტი დაცული ტერიტოერიები: კინტრიში, მტირალა, ისპანი + ფრინველებზე დაკვირვება ტრენინგების საშუალო ხანგძლივობა ორი კვირაა. ის თეორიულ და პრაქტიკულ სალექციო პროგრამას მოიცავს, რომელიც როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ასევე, უშუალოდ ტურისტულ მარშრუტებზე ჩატარდება. ტრენინგებს პროფესიონალი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიათმძღოლები ჩაატარებენ. სატრენინგო პროგრამაში ჩართვა მოქმედი გიდების გარდა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მსურველებმა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად უნდა ეწვიონ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ფარნავაზ მეფის 84/86-ში ან გამოგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე Agency@gobatumi.com., ასევე ინფორმაცია რომელ ენოვანი გიდია და რომელი მიმართულებით სურს გადამზადება. 5-დან 15 აპრილამდე, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში ჩატარდება გასაუბრება, სადაც მოხდება ტრენინგებში მონაწილეობის მსურველთა გადარჩევა და შესაბამის სატრენინგო პროგრამაში ჩასმა. ტრენინგები აპრილის ბოლოდან დაიწყება და 15 ივნისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომერზე +422 29 44 33. (NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)