03:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 18:27:21, 1839 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: აბაშიშვილი თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს, პარლამენტის თავმჯდომარეზე ილაპარაკოს - „ეს ახალგაზრდა ბიჭუნა“

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს და არც მისი მრჩევლები, ან პარლამენტის თავმჯდომარეზე ილაპარაკოს, ეს ახალგაზრდა ბიჭუნა და ან პარლამენტს ელაპარაკოს ამ ტონალობაში“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საჯარო მოხელის ეთიკის წაკითხვისკენ მოუწოდა:

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს და არც მისი მრჩევლები, ან პარლამენტის თავმჯდომარეზე ილაპარაკოს, ეს ახალგაზრდა ბიჭუნა და ან პარლამენტს ელაპარაკოს ამ ტონალობაში. კეთილი ინებეთ და საჯარო მოხელის ეთიკა წაიკითხეთ ჯერ. ჩვენი პარლამენტის აპარატის უფროსი არასოდეს თავს უფლებას არ მისცემს, დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის მიმართ ასეთი განცხადებები აკეთოს, ცოტა გააკონტროლეთ საკუთარი განცხადებები, ეს არის ჩემი ძალიან პრინციპული მოთხოვნა, როგორც ამ პარლამენტის ერთი წევრის მხრიდან. ეს ეხება მათ შორის იმ განცხადებებს, რომელიც აქ გაკეთდა პრემიერის მიმართ და ბატონ კანდელაკსაც მინდა მივმართო, ბოდიში მოიხადოს ასეთი პერსონალური შეფასებისთვის, რომელიც მან გააკეთა პრემიერ კვირიკაშვილის მიმართ დღეს დილით განცხადების დროს. ასეთი პერსონალური შეურაცხოფები სრულიად დაუშვებელია“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics