|
2017-03-21 17:12:46, 1852 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო ერთგულია თავისი მიზნის, ააშენოს ქვეყანა ევროპული დემოკრატიითა და ინსტიტუტებით
საქართველო ერთგულია თავისი მიზნისა, ააშენოს ევროპული ქვეყანა, ევროპული დემოკრატიითა და ევროპული ინსტიტუტებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნორდიკულ-ბალტიური (NB8)რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა NB8-ის დელეგაციას საქართველოში სტუმრობისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, თუმცა მათი განხორციელება თქვენი დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით თქვენი მყარი პოზიციისთვის. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საოკუპაციო ხაზზე ვიზიტისთვის. არა მარტო საქართველოს ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხიც დიდად აფასებს თქვენს მეგობრულ პოზიციასა და არსებული გამოწვევების გადალახვის პროცესში აღმოჩენილ მხარდაჭერას", - მიმართა პრემიერმა დელეგაციის წევრებს. გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა უკანასკნელი წლების მიღწევებზე და ევროკავშირის ქვეყნებისა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრისას საუბარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო. სკანდინავიურ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებმა საქართველოს ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია. დელეგაციამ, ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა. 2017 წელს სკანდინავიურ-ბალტიური რვიანის თავმჯდომარე ნორვეგიაა, რომელიც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, ევროპის მომავალზე, რუსეთზე, გაერო-ს საკითხებსა და ტერორიზმზე იქნება ორიენტირებული. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან დანიის პარლამენტის თავმჯდომარე პია ქეასგო; ესტონეთისპარლამენტის თავმჯდომარე ეიკი ნესტორი; ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე; ლიტვის სეიმისთავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი; ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი; ფინეთისპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველიმოადგილე სტეინღიმერ სეიფუსონი. ხოლო, შვედეთის სამეფოს, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისაქართველოში, მარტინა ქვიქი წარმოადგენს.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)