|
2017-03-16 16:43:11, 2053 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: რუსეთი ცდილობს საერთაშორისო ურთიერთობებს დასცინოს
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო სამწუხარო მაგალითია იმ საერთაშორისო ურთიერთობების თვალთმაქცობის, რომელიც პრივილეგირებული ინტერესების სფეროს კონცეფციაზეა აგებული. როგორც პრეზიდენტმა ბაქოში გამართულ გლობალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო ოკუპირებულია მეზობელი, ძალიან ძლიერი, ბირთვული სახემწიფოს, რუსეთის მიერ. "რუსულმა არმიამ ოკუპაცია 2008 წელს დაიწყო, თუმცა საქართველო მანამდეც, 1990-იანი წლების დასაწყისში, დამოუკიდებლობის გამოცხადებისასაც იყო ჰიბრიდული ომის მსხვერპლი. ფაქტია, რომ საქართველო, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, დაზარალებულია მეზობელი ქვეყნის მიერ. ეს ის ფაქტია, რომელსაც ყველამ უნდა გაუსწოროს თვალი და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ფაქტის აღიარება მიგვიყვანს უფრო ნათელ გადაწყვეტილებებსა თუ ხედვებამდე. რუსეთის საგარეო პოლიტიკა მიუთითებს საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო გლობალური წესრიგის დარღვეულობაზე. ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია ამ პოლიტიკის და იმ რწმენის შედეგად, რომ რუსეთს მეზობელ ქვეყნებზე ძალადობის უფლება გააჩნია. ერთია რუსეთის განცხადება და მეორე იმ ქვეყნების მკაფიო რეაქცია ამ მიუღებელი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლებსაც სჯერათ საერთაშორისო ურთირთობების და გლობალური უსაფრთოხების", - განაცხადა მარგველაშვილმა. მისივე შეფასებით, 2008 წელს საქართველოს ოკუპაციის და შემდეგ უკრაინაში ყირიმის კონფლიქტის პერიოდში მსოფლიოს რეაქცია სათანადოდ მკვეთრი არ იყო. "შესაბამისად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ვუპასუხოთ გლობალიზებული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში არსებულ ტერორიზმის, ჰიბრიდული ომის და არათანაბარი ძალაუფლების გამოწვევებს, რადგან ეს გამოწვევები საფრთხეს წარმოადგენს თითოეული იმ ქვეყნისთვის, რომელიც უსაფრთხო მომავლის შექმნაზე ზრუნავს. ამ მხრივ, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სახის აგრესიის დაგმობისას ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გულახდილნი და არა თვალთმაქცნი, დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენად ძლიერი, თუ ნაკლებად ძლიერი მეზობელი ქვეყნის მხრიდან ხორციელდება აგრესია მეზობლის მიმართ", - აღნიშნა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის ის მაგალითი, რომელიც აჩვენებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან თანამშრომლობის პრეცენდენტის შექმნით, რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობების დაცინვას ცდილობს. "შესაბამისად, მჯერა, რომ მომავალი სტაბილურობა ასეთი შემთხვევების მიმართ ჩვენს გულწრფელ რეაქციაში მდგომარეობს. მდგომარეობს ასევე ჩვენს კრიტიკულობაში, პირდაპირობაში და იმ რწმენაში, რომ თუ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მსოფლიოს მომავალი სტაბილურობა და უსაფრთხოება, უნდა ვიყოთ საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო სამართალის ერთგულნი და სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი თანამშრომლობის საფუძველი. სწორედ ამას აკეთებს საქართველო რეგიონში", -დასძინა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოში მე-5 გლობალურ ფორმს დაესწრო და 50-ზე მეტი ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერს სიტყვით მიმართა.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)