08:37 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 14:18:17, 2835 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ვეტოს შემთხვევაში ე.წ. მოსმენების კანონს კენჭი თავიდან ეყრება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენის ვეტოს შემთხვევაში, ცვლილებების პაკეტს კენჭი კიდევ ერთხელ ეყრება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნულ პაკეტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პოზიციები ჩამოყალიბებულია. 

"ჩვენ გვაქვს პოზიციები ჩამოყალიბებული ამ პაკეტთან დაკავშირებით და სწორედ ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც სამი მოსმენით მივიღეთ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტების პაკეტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პოზიციაზე ვრჩებით და ამის საფუძველზე კენჭი ეყრება კიდევ ერთხელ ვეტოს შემთხვევაში, მომდევნო კვირაში კანონპროექტების პაკეტს საქართველოს პარლამენტში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

როგორც ცნობილია ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტი დღეს "პატრიოტთა ალიანსს" ხვდება. გუშინ კი ამავე საკითხზე გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციები "ევროპულ საქართველოსთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" გამართა.  

ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, პარლამეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. მას დოკუმენტზე ხელმოსაწერად ან ვეტოს დასადებად, ვადა 21 მარტამდე აქვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics