|
2017-03-12 13:02:01, 1015 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმში ღამით განვითარებულ მოვლენებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დილიდან მივიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც მთელი ღამის განმავლობაში აქცია მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო სიტუაციას. როგორც პატარაძემ აღნიშნა, სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს დრო უნდა მისცენ, რომ კვალიფიციურად, ხარისხიანად და დროულად ჩაატარონ გამოძიება. ,,სახელმწიფო, ქალაქი, რეგიონი არ შეეგუება ვანდალიზმს, არ შეეგუება უსამართლობას, არ შეეგუება იმ ქმედებებს, რომელიც გუშინ, სამწუხაროდ, ბათუმში განვითარდა. სამწუხაროდ, ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ ელფერსაც. ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გადაიყვანონ ეს სხვა სიბრტყეში. კადრებში ჩანდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რომ ჩვენი შვილები ჩართული იყვნენ მსგავს აქციებში. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა დავაცადოთ სამართალდამცავ ორგანოებს, კვალიფიციურად, ხარისხიანად და დროულად ჩაატარონ გამოძიება და უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება დასკვნები. ბოლომდე შევისწავლით, თუ რა იყო მიზეზები, თუ ვინ ედგა სათავეში ამ ყველაფერს და ვინ მოახდინა პროვოცირება. პირველ რიგში, ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აქციაზე დაზარალებულები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ციალა ქათამიძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი მოინახულა. ,,მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც იტყვის თავის სიტყვას. თუმცა ყოვლად მიუღებელია პოლიტიკური ელფერი მიეცეს ამ თემას და გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენონ ეს საბაბად და ხალხის ბედით მოახდინონ მანიპულირება. გამოძიება აუცილებლად დაადგენს ყველაფერს და ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია. 2 ადამიანი რჩება საავადმყოფოში. 32-მდე ადამიანი დაშავდა. აქ, კლინიკაში მოვედით და მოვინახულეთ ქალბატონი ციალა, ვუსურვებთ მას გამოჯანმრთელებას. უახლოეს პერიოდში იმედია ის დატოვებს ამ კლინიკას",- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. (NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)