|
2017-03-12 12:33:20, 1345 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე: პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არ მოახდინონ სიტუაციის კიდევ უფრო პოლიტიზირება
„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, ბათუმში განვითარებულ გუშინდელ მოვლენებზე როგორც ადგილობრივი ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაგვიანებული რეაქცია იყო. ,,ჩვენ, გუშინ ვნახეთ ძალიან მძიმე ფაქტები ბათუმში, როდესაც პრაქტიკულად იყო ქაოტური ბუნტი მცირე ჯგუფის მხრიდან, რასაც მოჰყვა ძალადობა ერთის მხრივ პოლიციის მიმართ და მეორეს მხრივ პოლიციის მხრიდანაც ძალის გამოყენება. პირველ რიგში, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში ატარებს, რომლის შედეგადაც მოხდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ პატივისცემის შემცირება და პატრულის მიმართ სამწუხაროდ, ნდობის შემცირება.ამ ყველაფრის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ესეც. ხელისუფლება სხვადასხვა ჯგუფებს კონკრეტული მიზნების მისაღწევად იყენებს და ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთი აქტიური მონაწილეთა ჯგუფი ამ ბუნტში იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ფანჯრებთან ატარებდნენ აქციებს და ჰქონდათ მათზე ზეწოლის მცდელობა. ეს არის შედეგი იმ ურთიერთობის, იმ პოლიტიკის, რომელიც ჩამოყალიბდა. პრაქტიკუკლად პასუხისმგებლობის დიფუზიაა და არ არის გარკვეული ვინ რაზე აგებს პასუხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში ბათუმში სიტუაცია დამშვიდდეს და დაწყნარდეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან დაგვიანებული რეაქცია როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. საათების განმავლობაში უკონტროლო პროცესები მიდიოდა ისე, რომ სათანადო რეაგირება არ ყოფილა“,-აღნიშნა კაპანაძემ. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ვანდალიზმი, რომელიც გუშინ განხორციელდა, როგორც პოლიციის მანქანების, ისე ქალქის ინფრასტრუქტურის მიმართ იყოს გამოძიებული და ჩამდენი პირები იყვნენ დასჯილი. „იმედი გვაქვს, მოხდება ისეთი ტიპის რეაგირება, რათა აღარ განმეორდეს მსგავსი არეულობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ვანდალიზმი, რომელიც გუშინ განხორციელდა, როგორც პოლიციის მანქანების, ისე ქალქის ინფრასტრუქტურის მიმართ იყოს გამოძიებული და ჩამდენი პირები იყვნენ დასჯილი. ერთია სამართლიანი პროტესტი, რომელსაც გამოხატავდა იქ მყოფი რამდენიმე ათეული ადამიანი კონკრეტული ფაქტების გამო და მეორე ვანდალობა, რომელიც არ შეიძლება, რომ არ იყოს გამოვლენილი და დასჯილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არ მოახდინონ სიტუაციის კიდევ უფრო დრამატიზება და პოლიტიზირება. არავის ინტერესში არ უნდა იყოს ბათუმში ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. გუშინ რაც მოხდა იყო უპრეცენდენტო შემთხვევა ბოლო წლების საქართველოს ისტორიაში და იმედი გვაქვს, რომ მსაგვსი რამ აღარასოდეს განმეორდება’’,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)