06:39 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 17:03:00, 2333 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
აბაშიშვილი: პრეზიდენტის კამპანია კონსტიტუციის წერის პროცესში საზოგადოების ჩართულობას ემსახურება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კამპანია კონსტიტუციის წერის პროცესში საზოგადოების ჩართულობას ემსახურება.

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვლის, რომ ინიციატივის ფარგლებში, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას დაეხმარება.

"ჩვენ ვიწყებთ კამპანიას "კონსტიტუცია ყველასია", რომელიც გულისხმობს საზოგადოების მაქსიმალურად ყველა წევრის ჩართვას, გააქტიურებას კონსტიტუციის წერის პროცესში. მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის წერის პროცესში უნდა ჩაერთოს საქართველოს ყველა მოქალაქე და ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ მექანიზმების ამუშავებას უზრუნველვყოფთ. მივალთ თითოეულ მოქალაქეებთან, იმისათვის, რათა ისინი იყვნენ უფრო მეტად აქტიურები. მიგვაჩნია, რომ ამ პროცესით დავეხმარებით საკონსტიტუციო კომისიას, როდესაც დაიწყება სახალხო განხილვები იმ სამუშაო ვერსიის, რომელიც იქნება კომისიის მიერ წარმოდგენილი. იმისთვის, რომ ეს განხილვები იყოს უფრო კვალიფიციური, იყოს უფრო ხალხმრავალი და რეალურ შედეგზე დაყრდნობით და არა ისე, როგორც ეს წინა საკონსტიტუციო კომისიების შემთხვევაში ხდებოდა ხოლმე", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის გასვლას რეგიონში, აბაშიშვილის თქმით, პირველი გასვლა თელავში, 13 მარტს არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით დღეს კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" დაიწყო. კამპანიის მიზანია კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობა და მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება მთელ საქართველოში, ასევე კონსტიტუციური ღირებულების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics