|
2017-03-07 22:58:15, 2768 ნახვა
სამართალი
ხიდაშელი კობახიძეზე: რომელ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა?
ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა? - ამ კითხვას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მისამართით სვამს, რომელმაც გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გამოდის. როგორც ხიდაშელი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, "გირგვლიანმა რომ მოიგო საქმე სტრასბურგში, ალბათ მაშინაც ასე ფიქრობდა რომ ქვეყნის პრესტიჟი ზარალდებოდა და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ მსხვერპლი და მისი ადვოკატები". "ნეტავ რასაც ვისმენ მართლა ბატონი კობახიძის აზრებია, თუ მესიჯ-ბოქსით ლაპარაკობს? ვინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა? გირგვლიანმა რომ მოიგო საქმე სტრასბურგში, ალბათ მაშინაც ასე ფიქრობდა რომ ქვეყნის პრესტიჟი ზარალდებოდა და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ მსხვერპლი და მისი ადვოკატები. არც კი ვიცი რომელი ჯობია, მისი ინდივიდუალური აზრები იყოს (რაც ცუდი იქნება, მაინც პარლამენტის თავმჯდომარეა) თუ მესიჯ-ბოქსი (რაც კოლექტიური სახელისუფლებო პოზიცია იქნებოდა)", - წერს თინა ხიდაშელი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)