|
2017-03-06 17:01:48, 2107 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია ე.წ მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს შეხვდა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ე.წ მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მერაბიშვილს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გააცნო. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საუბარი 8 მარტს, სტრასბურგში დანიშნულ სხდომას შეეხო, სადაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე უნდა იმსჯელოს. „საკვანძო მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის ყველა თვალსაზრისით და კერძოდ, სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. იცით, რომ სტრასბურგში განიხილება „რუსთავი 2“-ის საქმე და ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ტელეკომპანიის საკითხზე. ამავე დროს, რამდენიმე დღეში იქნება მოსმენა, ვანო მერაბიშვილის საქმისა, სადაც ასევე პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომლიც მოგვიანებით იქნება გამოცხადებული. ჩვენთვის, ერთადერთი გუნდისთვის, რომელსაც შეუძლია ქვეყანა ამ უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვანოს ეკონომიკურად პირველ რიგში და პოლიტიკურად, იმ კრიზისიდან რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა საქართველო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ინსტიტუტები ეფექტურად გამოვიყენოთ, რათა ქვეყანა ამ სახიფათო გზიდან გადავიყვანოთ. ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვქონდა დისკუსია-საუბარი, მის პერსონალურ საქმეზე, ისევე როგორც ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე. პირველ რიგში „რუსთავი 2“,-ის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე“, - განაცხადა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმე 8 მარტს განიხილება. ამასთან, ევროსასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე, დროებითაა შეჩერებული, რათა ევროსასამართლო საქმის არსში გაერკვეს.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)