|
2017-03-06 15:53:49, 2179 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა პრემიერის ინიციატივაზე: მედიაომბუდსმენი უნდა იყოს ევროპელი და უდაო ავტორიტეტი მედიის საკითხებში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, პრემიერის ინიციატივის შესაბამისად, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის გაჩენის შემხვევაში, ის უნდა იყოს ევროპელი და მედიის დაცვის საკითხებში ავტორიტეტი. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, პრემიერ მიერ შემოთავაზებული პლატფორმა უნდა იყოს იმისთვის, რომ საზოგადოებამ ალტერნატიული აზრი გაიგოს. "დღეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში მედიათავისუფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება, ჩვენი აზრით არ შეესაბამება სიმართლეს და არის დაფუძნებული არასრულ ანალიზზე. თუ საერთაშორისო საზოგადოება, ევროპელი ექსპერტები ჩაერთვებიან და ადგილზე გააანალიზებენ მედიაში არსებულ მდგომარეობას ყველა წუხილი, მათ შორის ის წუხილი, რომელზე დაფუძნებითაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო შემაჩერებელი გადაწყვეტილება, ყველა საკითხს პასუხი გაეცემა. ჩვენს ევროპელ მეგობრებს აღარ ექნებათ ასეთი წუხილი. სახალხო დამცველი კი ჰქვია, მაგრამ კი არ უნდა დაიცვას, არამედ პლატფორმა უნდა იყოს იმისთვის, რომ ალტერნატიული აზრი იქნას გაგონილი საზოგადოების მიერ. შესაბამისად, უნდა დაიცვას შესაძლო საფრთხეებისგან. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს საფრთხეები არ არსებობს, თუმცა უნდა დარწმუნდნენ ჩვენი ევროპელი მეგობრები. დაახლოებით ვიცით კრიტერიუმები. ის უნდა იყოს ევროპელი და უნდა იყოს უდაო ავტორიტეტი მედიის უფლებების დაცვაში",- აღნიშნა ჯეჯელავამ.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)