05:44 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 13:45:27, 2406 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: რამდენადაც გავიგე, კურცმა საქართველო მხოლოდ მაგალითად მოიყვანა

"სებასტიან კურცი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა თბილისში და ამგვარი არაფერი უთქვამს. ვფიქრობ, საქართველო მან მხოლოდ მაგალითად მოიყვანა", - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ავსტრიის საგარეო მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ისეთ ქვეყნებში შეიძლება გაიხსნას, როგორიცაა საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.

დოლიძის ინფორმაციით, ამგვარი რამ განხილვის პროცესში არ არის.

"მე ვფიქრობ, ჩვენმა ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი რამე არ ხდება და განხილვის პროცესში არ არის. მართალი გითხრათ, არ მსმენია, რომ რაიმე თუნდაც განხილვის, ან ანალიზის პროცესში იყოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ახლახანს ჩამოვედით ბრიუსელიდან და ამგვარი არაფერი გვსმენია. იცით, რომ ავრამოპულოსი სტუმრობდა თბილისს და ამგვარი არაფერი თქმულა. ამიტომ, ალბათ, ავსტრიულ მხარეს უნდა ჰკითხოთ, თუ რა ჰქონდა მას მხედველობაში. მე რამდენადაც გავიგე, ბატონმა კურცმა მხოლოდ  მაგალითად მოიყვანა. კურციც იმყოფებოდა ამის წინებზე საქართველოში და ამგვარი არაფერი უთქვამს", - განაცხადა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics