|
2017-03-05 12:11:48, 1093 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე კურორტ „გოდერძზე“ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კურორტ "გოდერძს" კიდევ ერთხელ ეწვია. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის ხელმძღვანელი კურორტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ ინფრომაცია მოისმინა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრებს ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდა. ზურაბ პატარაძემ მოსახლეობას კურორტის განვითარების მნიშვნელობაზე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და გაზიფიცირების პერსპექტივებზე ესაუბრა. მისი თქმით, კურორტ "გოდერძს" შეუძლია ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად იქცეს არა მარტო აჭარის რეგიონში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად კურორტის ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე ყოფნისა, დიდია უცხოელი ტურისტების დაინტერესებაც. კურორტის განვითარება დიდ სარგებელს მოუტანს პირველ რიგში სწორედ კურორტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებიც უშუალოდ იქნებიან ჩართულები სხვადასხვა სერვისის განვითარებაში. ზურაბ პატარაძემ მათ ხულო-გოდერძის გზის პროექტთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია. ცნობისთვის, გაზაფხულზე, თოვლის დადნობისთანავე, დაიწყება ხულო-გოდერძის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. 29 კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებაზე 8 მილიონი ქუვეითური დინარი (27 მილიონ დოლარზე მეტი) დაიხარჯება. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ მონაკვეთზე ხიდების რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს. შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის 2017 წლის 17 იანვარს მოეწერა. (NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)