|
2017-03-05 10:09:53, 2512 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემია ახალ პროექტს ახორციელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ, სამართლის საბაკალავრო პროგრამის და საპოლიციო რეგულირების სფეროში საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ახალი პროექტის - „შენი მომავალი - შსს-ს აკადემია“ - განხორციელება დაიწყო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და აკადემიის წარმომადგენლები ქვეყნის რეგიონებსა და ქალაქებში - ბათუმში, ოზურგეთში, კასპში, წილკანსა და შუახევში აბიტურიენტებს შეხვდნენ. მათივე ცნობით, შსს-ს აკადემიის თანამშრომლებმა საჯარო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებს აკადემიის საქმიანობა და სასწავლო პროგრამები გააცნეს. შეხვედრებზე შსს-ს არქივის მიერ უნიკალურ ისტორიულ-დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული ფილმის ჩვენებაც მოეწყო. შსს-ს აკადემია საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პროფესიული ორიენტაციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)