|
2017-03-04 23:04:34, 2866 ნახვა
სამართალი
"მათე მოტორსის" ხელმძღვანელი გელა ბარკალაია დაკავებულია
კომპანია "მათე მოტორსის" ხელმძღვანელი გელა ბარკალაია დაკავებულია. სპეცოპერაცია რამდენიმე ხნის წინ ჩატარდა, რასაც ბიზნესმენის დაკავება მოჰყვა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის 144 -ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქ/პ. და 157-ე მუხლებით მიმდინარეობს. მისთვის წარდგენილი ბრალი გულისხმობს: მუხლი 1441. წამება წამება, ესე იგი პირისათვის, მისი ახლო ნათესავისათვის ან მასზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანიაინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარებისმიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი:ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; მუხლი 157. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა "მათე მოტორსის" გენერალური დირექტორი საგადასახადო სამსახურის თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით ციხეში 2010 წელსაც აღმოჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)