04:58 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 21:29:21, 1954 ნახვა

პოლიტიკა
ქიბარ ხალვაში: რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა წამართვა?

რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა წამართვა? - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. 

მისი განცხადებით, მისთვის რ2-ის მენეჯმენტის საუბარი, იგივე მიშას საუბარია. მისივე თქმით, რ2-სთვის ბრძლაში დიდი ნაწილი პრინციპის საკითხია. 

"რუსთავი 2”-ის მენეჯმენტი რასაც საუბრობს, ჩემთვის მათი საუბრის ღირებულება არის ნული. როდესაც ”რუსთავი 2”-ის მენეჯმენტი საუბრობს, მე ვიცი, რომ მიშა მელაპარაკება. მე მაქვს მიშასთან ლაპარაკის გამოცდილება და ვიცი, რომ ყველაფერი აგებულია ტყუილზე, გამორჩენაზე.

ძალიან დიდი ნაწილია პრინციპის თემა. რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა წამართვა? არსებობს ქონება, რომელიც დაკარგულია და რომელიც არ დაბრუნდება, რადგან რესურსი არ არსებობს. ”რუსთავი 2” არსებობს, წაღებული აქვს სააკაშვილს და ვიბრძვი რომ დავიბრუნო. გარდა ამისა, არსებობს კანონები, რომლებსაც ვემორჩილები და ამ კანონებს მიღმა არ გავდივარ. არის საქმეები, რომლებსაც ვადა გაუვიდა, ”რუსთავი 2”-ის საქმეს არ აქვს ვადა გასული, რადგან ეს იყო ამორალური გარიგება, არ ექვემდებარებოდა ვადას. ამის დაბრუნების შანსი მქონდა და ვცადე, რომ დამებრუნებინა, რაც არის ზედაპირზე გამოსული”, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics