|
2017-03-04 16:26:17, 1098 ნახვა
რეგიონი
ხიჭაურში ახალი ბაღი აშენდება
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტს ეწვია და ახალი ბაღის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ხიჭაურში მიმდინარე სამუშაოები რეგიონის ხელმძღვანელს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ავთანდილ დიასამიძემ გააცნეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაცით, ხიჭაურის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიჭაურის ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2017 წლის 1 ოქტომბერს შევა და 50-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი კადრი. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ეზოც. ამ ეტაპზე შენობის საძირკველი შენდება. მშენებლობაზე 219 870 ლარი დაიხარჯება. მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება, რაც ხიჭაურის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის არარსებობას უკავშირდებოდა. ხიჭაურის ტერიტორიიდან სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვების ტარებას ბევრი ოჯახი შორი მანძილის გამო ვერ ახერხებდა. შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 6 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს. მალე ექსპლუატაციაში შევა შუბნისა და ფურტიოს ბაგა-ბაღები. ხიჭაურის ბაგა-ბაღის მშენებლობასთან ერთად პარალელურად, ჩანჩხალოსა და ჭალა-წყაროთის ბაგა-ბაღების მშენებლობებიც მიმდინარეობს.
(NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)