17:41 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 14:37:33, 2445 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სესიაშვილი - პრეზიდენტი თავისი განცხადებებით საკონსტიტუციო კომიას შეურაცხყოფას აყენებს

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი განცხადებებით საკონსტიტუციო კომისიას შეურაცხყოფას აყენებს.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი სპეკულაციის გზით წავიდა.

"სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში მთლიანად კომისიას შეურაცხყოფა მიაყენა. აქ არ არის საუბარი "ქართულ ოცნებასა" და ხელისუფლებაზე. კომისიაზე მეტნაკლებად ვთანხმდებით, რომ პირველ რიგში, შემდეგი არჩევნები იყოს პირდაპირი წესით და შეიცვალოს შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით. სწორედ იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ ბატონ გიორგი მარგველაშვილს არ დაეწყო პოლიტიკური სპეკულაციები. პრეზიდენტს ერთგვარად ეწყინა, რომ ჩვენ პირდაპირ არაპირდაპირი წესით არ დავნიშნეთ და მხარს არ ვუჭერთ მიდგომას, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იყოს არაპირდაპირი წესით. ეს მოლოდინი რომ არ გაუმართლდა, მაინც ამ სპეკულაციით წავიდა რაც არ უნდა სამწუხარო იყოს", - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსიტუციო კომისიის საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რა გადაწყვეტილებებისკენაც მიდის კომისია პრეზიდენტის არჩევის საკითხზე, მისთვის დასანანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics