|
2017-03-03 17:30:48, 2348 ნახვა
სამართალი
უცხოური მედია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით არსებულ დავას წერტილი დაუსვა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილის 60% გადასცა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანიის დარჩენილი 40% წილი ასევე ქიბარ ხალვაშს, კერძოდ კი, მის საკუთრებაში არსებულ კომპანია "პანორამას" გადაეცა. BBC-ის ცნობით, "რუსთავი 2' პოპულარული ტელეარხია, რომელიც ხელისუფლებისადმი დიდი კრიტიკით გამოირჩევა. მაღალჩინოსნები ხშირად ბრალს სდებდნენ "რუსთავი 2"-ს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების დაცვაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და ქვეყნის ფარგლებში გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამასთან, ტელეკომპანიის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი უკვე შეიტანეს. აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას არ იღებს, არამედ ადგენს, იყო თუ არა დარღვეული სასამართლო პროცედურა და ასე შემდეგ. მედიის ცნობით, "რუსთავი 2" 1994 წელს შეიქმნა. ტელეკომპანიამ ვარდების რევოლუციის დროს დიდი როლი ითამაშა და მას "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას" უწოდებდნენ. რევოლუციის შემდეგ, ტელეკომპანია, რომელიც ცნობილი იყო ხმამაღალი რეპორტაჟებით, არაერთხელ გამხდარა ბრალდებების ობიექტი. კერძოდ "რუსთავი 2" იმ დროინდელი მთავრობის მიერ მართულად თვლიდნენ. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ტელეკომპანიამ მოქმედი ხელისუფლების ("ქართული ოცნების") კრიტიკა დაიწყო. ცნობისთვის, BBC-ის გარდა "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას რამდენიმე გავლენიანი უცხოური მედია საშუალება გამოეხმაურა, როგორებიცაა: Associated Press, Herald, Reuters.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)