|
2017-03-03 17:24:53, 2083 ნახვა
სამართალი
„რუსთავი2“-ის იურისტებმა ევროსასამართლოში მიმართვა უკვე გააგზავნეს
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის იურისტებმა ევროსასამართლოში მიმართვა უკვე გააგზავნეს. იურისტის თამთა მურადაშვილის განმარტებით, ეს არა სარჩელი, არამედ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ მოთხოვნაა: „რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვთხოვთ სტრასბურგის სასამართლოს, შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნება არსებითად განხილული ჩვენი სარჩელი, რომელიც შევა უახლოეს მომავალში სტრასბურგის სასამართლოში“,-განაცხადა თამთა მურადაშვილმა. მისივე თქმით, არ არსებობს პრეცედენტი ევროპის სასამართლოს ისტორიაში, რომ მას მიეღოს დადებითი გადაწყვეტილება ამგვარ საქმეზე. შესაბამისად, მურადაშვილის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილების შანსები მინიმალურია: „ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ამას სტრასბურგის სასამართლო იყენებს კანონით დაცული ყველაზე დიდი სიკეთის, ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, როცა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ვთქვათ როცა საქმე ეხება ექსტრადირებას. შესაბამისად, გაცნობიერებული გვაქვს, რომ ამ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილების შანსები არ არის დიდი, ძალიან მინიმალისტურია, თუმცა მაინც ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო გვეცადა“,-აღნიშნა თამთა მურადაშვილმა. „რუსთავი2“-ის იურისტებმა ევროსასამართლოში მიმართვა უკვე გააგზავნეს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის იურისტებმა ევროსასამართლოში მიმართვა უკვე გააგზავნეს. იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, ეს არ არის სარჩელი, არამედ არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ მოთხოვნა: „რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვთხოვთ სტრასბურგის სასამართლოს, შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება იმ მომენტამდე, სანამ არ იქნება არსებითად განხილული ჩვენი სარჩელი, რომელიც შევა უახლოეს მომავალში სტრასბურგის სასამართლოში“,-განაცხადა თამთა მურადაშვილმა. მისივე თქმით, არ არსებობს პრეცედენტი ევროპის სასამართლოს ისტორიაში, რომ მას მიეღოს დადებითი გადაწყვეტილება ამგვარ საქმეზე. შესაბამისად, მურადაშვილის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილების შანსები მინიმალურია: „ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ამას სტრასბურგის სასამართლო იყენებს კანონით დაცული ყველაზე დიდი სიკეთის, ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, როცა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ვთქვათ როცა საქმე ეხება ექსტრადირებას. შესაბამისად, გაცნობიერებული გვაქვს, რომ ამ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილების შანსები არ არის დიდი, ძალიან მინიმალისტურია, თუმცა მაინც ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო გვეცადა“,-აღნიშნა თამთა მურადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)