04:58 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 15:55:53, 2278 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მარგველაშვილი: სასამართლო პროცესს თან ახლდა ძალიან მძიმე პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც ღია ეთერით გვესმოდა

 „ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობა, ადამიანის უფლებები, მედია პლურალიზმი, პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება, ინსტიტუტების მდგრადობა, ბუნებრივია,  არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილი, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „მაესტროს“ შეკითხვას, რომელიც „რუსთავი2“-თან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს როლს ეხებოდა.

კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ შეაფასებდა პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმ ფონზე, როცა 9-დან რამდენიმე მოსამართლე უშუალოდ მისი წარდგინებითაა დანიშნული,  არის თუ არა გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ირიბი პასუხისმგებლობა.

მარგველაშვილი საქმის სამართლებრივ მხარეზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ „სასამართლო პროცესს თან ახლდა ძალიან მძიმე პოლიტიკური შემადგენელი“, რაც გამოიხატებოდა პოლიტიკოსების მხრიდან ღია ეთერის მეშვეობით გაკეთებულ შეფასებებით:

„ხაზგასმით არ გავაკეთე განცხადება თვითონ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მიმაჩნია, ხელისუფლების დაყოფა და დიფერენციაცია სწორედ ამას ეხება, რომ არ უნდა იყოს ჩემი ჩარევა სასამართლო პროცესში, მაგრამ მინდა, ყველას შეგახსენოთ, სამწუხაროდ, ამ სასამართლო პროცესს თან ახლდა ძალიან მძიმე პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც არა კულუარულად, არამედ ღია ეთერით გვესმოდა, ძალიან მძიმე შეფასებები პოლიტიკოსებისა და პოლიტიკოსების ჩარევა ღიად განცხადებების ფორმით ამ პროცესის მიმდინარე დეტალებზე. შესაბამისად, არ გავაკეთებ არავითარ განცხადებას არც სასამართლოს შემადგენლობაზე, არც გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მოგახსენებთ პოლიტიკურ ნაწილს ამ პროცესისას, პოლიტიკურად ქვეყანაში დამოუკიდებელი და კრიტიკული, თანაც ასეთი რეიტინგული მედიისთვის სირთულეების შექმნა, ესაა პოლიტიკური პრობლემა. დანარჩენი საკითხები სასამართლო დავის თემაა“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics