|
2017-03-03 14:09:49, 2305 ნახვა
სამართალი
Reuters-ი „რუსთავი 2“-ზე: უზენაესი სასამართლო დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ წავიდა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელევიზიის, "რუსთავი 2"-ის საკუთრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, ასობით მხარდამჭერი, ოპოზიციური პარტიები და მოსახლეობა უზენაეს სასამართლოსთან იყო შეკრებილი, ხოლო გადაწვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, მათ ტელეკომპანიის შენობასთან გადაინაცვლეს. სააგენტო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ უზენაესის გადაწყვეტილება თავისუფალი მედიის ჩახშობას ემსახურება. კრიტიკოსების თქმით, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც ტელეკომპანიას ედავებოდა, საქართველოში ერთადერთ ოპოზიციურ, ძლიერ მედიას "გააჩუმებს". ამასთან, როგორც ქიბარ ხალვაში აცხადებს, მას ტელეკომპანიის წილის დათმობა წინა ხელისუფლების პირობებში მოუწია, როდესაც ქვეყანას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართავდა, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მან საკუთრების დაბრუნება გადაწყვიტა. ოპოზიციური პარტიები ასევე თავისუფალი მედიის ჩახშობაზე საუბრობენ. გარდა ამისა, უცხოელი დიპლომატები სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობას უარყოფს. ტელეკომპანიის დირექტორი, ნიკა გვარამია გადაწყვეტილებას არალეგალურს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ის სტრასბურგის სასამართლოში აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. მედია საშუალების ცნობით, ტელეკომპანიის სასამართლო დავა 2015 წლის აგვისტოდან მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)