04:09 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 23:23:49, 1833 ნახვა

პოლიტიკა
მიშველაძე: ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენი, ჟურნალისტების და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების სოლიდარობა

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, ის აქ იმყოფება როგორც ერთი მოქალაქე და ჟურნალისტი, რომელიც უკიდურესად შეშფოთებულია სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით.

როგორც ეკა მიშველაძემ "რუსთავი 2"-ის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, პროცესები ბევრად ადრე დაიწყო, მედიამოსუფთავება, ახლა ჯერი რუსთავი 2-ზე მიდგა, რაც ხელისუფლების სასარგებლოდ დასრულდა. 

"მე აქ ვარ ჟურნალისტი, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ გადაცემა დაუხურეს და ძალიან შეწუხებული ვარ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. აქ ერთადერთი გამოსავალი არის ჩვენი, ჟურნალისტების და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების სოლიდარობა. სოლიდარულ ხალხს ვერც ხელისუფლება და ვერც მისი არაკეთილიმოსურნე ვერაფერს ვერ უზამს, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ხალხი დაუდგება რუსთავი 2-ს გვერდით", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

მისი თქმით, ეს პოზიცია არ არის პრეზიდენტის. ეს არის მისი კერძო, როგორც ჟურნალისტის პოზიცია. მანვე დასძინა, რომ პრეზიდენტის პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, "რუსთავი 2"-ის შენობასთან ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქცია მიმდიანრეობს. შეკრებილები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. 

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესმა გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის 60%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ქიბარ ხალვაში, ხოლო 40%-ის შპს „პანორამა“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics