|
2017-03-02 21:51:59, 2341 ნახვა
სამართალი
ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ზე: სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო
სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე. როგორც კობახიძემ განაცხადა, მედიაპლურალიზმი "ქართული ოცნების" ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. "ჩვენ გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, იყო სამი ნაციონალური ტელეარხი, რომელიც მთლიანად კონტროლდებოდა მაშინდელი მმართველი პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და ეს ვითარება რადიკლაურად არის შეცვლილი 2012 წლის შემდეგ, ანუ მედიაპლურალიზმი არის ის მიღწევა, რომელიც ჩვენს გუნდს მიეწერა პირველ რიგში. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ მიღწევას ვუფრთხილდებით გასაკუთღებულად, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები საქართველოში მედიპლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი და თითოეული ჟურნალისტის და მედიასაშუალების ინტერესები იყოს დაცული. ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს. სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, ჩვენ დავაკვირდებით პროცესების განვითარებას. მთავარია შემდეგი: ვინც არ უნდა იყოს მესაკუთრე, როგორც არ უნდა იყოს გადანაწილებული საკუთრებითი უფლებები მედიის სფეროში, იყოს დაცული მედიაპლურალიზმი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზგასმით ვიტყვი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მედიაში ოპონირება, უშუალოდ ხელისუფლების ოპონირება, ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა დავიცვათ ჟურნალისტების უფლებები", - აღნიშნა მან.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)