|
2017-03-01 17:05:20, 1157 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგინული ცენტრის A კორპუსის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაიწყება სამედიცინო დაწესებულების შიდა ინტერიერის მოწყობა და სამედიცინო აპარტურით აღჭურვა. დღეს, აღნიშნული საკითხები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან სელამი ქილიჩთან და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაცის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორთან ჰუსეინ შანლისთან ერთად განიხილა. „მადლობას მოგახსენებთ აჭარის რეგიონის ჯანდაცვის სფეროს მხარდაჭერისათვის. პროექტები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკის ხელშეწყობით ხორციელდება რეგიონის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ. „თურქეთის მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის დაეხმაროს აჭარის რეგიონს ჯანდაცვის სფეროს ყველა მიმართულებით“, - განაცხადა სელამი ქილიჩმა. სამუშაო შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლელა სურმანიძე და ზურაბ თენიეშვილი, ასევე TIKA-ს სპეციალისტი საქართველოს პროექტებზე ოია თუთუნჯუ და თურქი ინფექციონისტი ემინ ედიზ თუთუნჯუ ესწრებოდნენ. ცნობისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით 2016 წ დაიწყო ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის A კორპუსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია. რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ რეგიონს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფექციური პათოლოგიების სამკურნალო სამედიცინო დაწესებულება.
(NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)