03:23 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 16:27:52, 1644 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა: ივანიშვილის დავალებით მიღებული კანონი, ნებისმიერ საძინებელში შეხედვის საშუალებას იძლევა

„ივანიშვილის და სუს-ის დავალებით მიღებული კანონი, ნებისმიერ საძინებელ ოთახში უკონტროლოდ შეხედვის  საშუალებას იძლევა“,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“  ერთ-ერთმა  ლიდერმა გიგი უგულავამ  ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ მთავარი ამოცანაა ხელი შეუშალოს აღნიშნულ კანონპროექტს სარჩელით, საპროტესტო აქციებით თუ სხვა გზებით.

,,ივანიშვილის და სუს-ის დავალებით ,,ქართულმა ოცნებამ’’ მიიღო კანონი, რომელიც აბსოლუტურად უკონტროლოდ აძლევს საშუალებას შემოიხედოს ნებისმიერ საძინებელ ოთახში, ნებისმიერ სახლში, ხაკერულად შეამოწმოს და მოიპაროს ინფორმაცია ნებისმიერი კომპიუტერიდან. რაც მთავარია, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, ეს შესაძლებლობები  ყოველწლიურადათმაგდება. დღეს სუს-ს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ათას აბონენტს ერთბაშად მოუსმინოს. ამ კანონით დაემატა ის, რომ რეგიონული იქნება და მოსმენები გამგეობების დონეზეც დავა. პრაქტიკულად, მივიღეთ ორუელის ,,1984’’-ს, სადაც უფროსი ძმა ყველგან იხედება და ყველაფერს ამოწმებს.

პარლამენტმა დღეს დაგვანახა, რომ ნოტარიალურ კანტორადაა გადაქცეული, ელემენტარულ წინადადებებს კი თუ დღეს არა, სამომავლოდ მაინც გამჭვირვალობას შეიტანდა ამ სისტემაში ესეთი ცვლილებებიც არ მიიღო.

დღეს გავაფორმეთ პოლიციური სუს-ის სახელმწიფო, რომელსაც არავითარი ბალანსი აღარ ექნება. ჩვენი ამოცანაა, რომ ხელი შევუშალოთ ყველანაირად იქნება ეს სარჩელით საპროტესტო აქციებით თუ სხვა გზებით. მთავარია, რომ სრულად ოპოზიციური სპექტრი და არასამათავრობო ორგანიზაციები დარაზმულები ვართ ერთი იდეის გარშემო. თუ ჩვენ ეს გავატარეთ და უკანონობა მივიღეთ, მაშინ ამას ექნება თავისი ფასი და ამ ფასს გადაიხდის თითოეული ჩვენგანი. რაც მთავარია, უმრავლესობის გასაგონად მინდა ვთქვა, პირველ რიგში თქვენ მოგისმენენ და თქვენთან შემოიხედავს თქვენი უფროსი ძმა,’’-განაცხადა გიგი უგულავამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics