|
2017-02-28 20:26:37, 2451 ნახვა
სამართალი
მეუფე პეტრეს დაკითხვა დასრულდა
საქართველოს პროკურატურაში მეუფე პეტრეს დაკითხვა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს დაკითხვიდან გამოსულმა მეუფე პეტრემ განუაცხადა, პროკურატურას აინტერესებდა იმ განცხადებების დეტალები, რომელიც მან სხვადასხვა ტელევიზიების ეთერში გააკეთა. მისივე თქმით, მან შეძლებისდაგვარად გასცა ყველა კითხვას პასუხი. "პროკურატურას აინტერესებდა დეტალები ჩემს მიერ საჯაროდ ტელევიზიების საშუალებით გახმაურებულ ინფორმაციებზე, რაზეც შეძლებისდაგვარად გავეცი პასუხი. ასევე, გასაჯაროვდა ესემეს მიმოწერა, ამ თემაზეც ვისაუბრეთ. მიმაჩნია, რომ თუ ეს მიდგომა ექნება საქართველოში პროკურატურას და საგამოძიებო უწყებებს ზოგადად, რომ საჯაროდ გაკეთებული ყველა განცხადებას, არა თუ მარტო სამართლიანს, უსამართლოსაც და ცილისმწამებლურსაც, მოეთხოვება პასუხი და აი, ასეთი პასუხისმგებლბის ქვეშ დააყენებენ ყოველ ადამიანს, რაც მე წლები მახსოვს, სამწუხაროდ მასმედიის საშუალებით მიმდინარეობს, თუ იქნება კანონი მიღებული ცილისწამების შესახებ, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, მეუფე პეტრეს ე.წ. ციანიდის საქმეზე კითხავდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)