|
2017-02-27 23:49:50, 2211 ნახვა
სამართალი კომენტარი
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი: ბრალდებულისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდა
„კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩნდა, როდესაც ბრალდებულისგან ინფორმაცია მოვისმინეთ. ბუნებრივია დაისმება შეკითხვები და ბრალდებულს მოუწევს ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი“, - ამის შესახებ #9-ე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ვინაიდან, ბრალდებულისგან ინფორმაციის მიღება არ დასრულებულა და კიდევ ბევრი შეკითხვა უნდა დაისვას, ამ ეტაპზე რაიმე სამართლებრივი დასკვნის გაკეთება არასერიოზული იქნება. “დადებითად ვაფასებთ, რომ ბრალდებულმა გადაწყვიტა ჩვენების მიცემა. ჩვენი მიზანია პირველ რიგში სრულყოფილი, ობიექტური გამოძიების ჩატარება და რეალური გარემოებების დადგენა. ბრალდებულმა მოგვცა ჩვენება, თუმცა ვინაიდან საკმაოდ ვრცელია ინფორმაცია, რასაც გვაწვდის იგი, სრულყოფილად ვერ მოხერხდა ყველა შეკითხვის დასმა. დაკითხვა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამას ემატება შესვენებისათვის განკუთვნილი დროც. საკმაოდ ვრცელია ეს ინფორმაცია, რაზეც საუბრობს ბრალდებული. აქედან გამომდინარეც ბევრი შეკითხვა და დღეისთვის ვერ მოხერხდა ამ კითხვების დასმა. კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩნდა, როდესაც დღეს ინფორმაცია მოვისმინეთ. ბუნებრივია დაისმება შეკითხვები და ბრალდებულს მოუწევს ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. ვინაიდან არ დასრულებულა ბრალდებულისგან სრულყოფილი ინფორმაციის მიღება და კიდევ ბევრი შეკითხვა უნდა დაისვას, დღეისთვის სამართლებრივი შეფასება და რაიმე დასკვნის გაკეთება არის არასერიოზული. გაგრძელდება დაკითხვა, დაისმება ყველა შეკითხვა და მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებ სრულყოფილ სამართლებრივ განმარტებას. პირველივე შესაძლებლობისთანავე ბრალდებულის დაკითხვა გაგრძელდება“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. ცნობისთვის, ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)