|
2017-02-28 09:28:28, 2313 ნახვა
სამართალი
შსს-ს მაშველებმა ევროპელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ევროპელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ საქართველო-დაღესტნის საზღვართან ახლოს, ევროპელი ტურისტების ჯგუფში, ერთ-ერთი ქალბატონი დაშავდა და მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. „შსს-ს მაშველები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გაფრინდნენ. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, რის შემდეგაც იგი მაშველებმა, დანარჩენ ტურისტებთან ერთად, თბილისში გადმოიყვანეს და ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მოათავსეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)