03:52 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 11:28:33, 2253 ნახვა

სამართალი
ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს

ე.წ მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს. პროკურორები და დეკანოზის ადვოკატი დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. 

როგორც საქმის პროკურორმა ჯაჯრჯი წიკლაურმა აღნიშნა, დეკანოზს ჩვენების მიცემა რამდენჯერმე სთხოვეს, თუმცა მისგან უარი მიიღეს. მისივე თქმით, ბრალდებულის გამოკითხვა ადვოკატებსაც შეეძლოთ. 

„ამ თემაზე ხელოვნურია აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ გავაჭიანურეთ დაკითხვა და აბსურდული ეჭვები, რომ შაბათ-კვირას რაიმე ზეწოლა მოხდებოდა ბრალდებულზე, ეს არის მორიგი სიცრუე მათი მხრიდან. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ისინი ამ თემაზე უბრალოდ სპეკულირებენ. ეს არის უბრალოდ სპეკულაცია მათი მხრიდან, ვინაიდან, ყოველდღიურად, მასმედიით სიცრუის ტირაჟირების გარდა მათ სხვა პროცესუალური შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ბრალდებული ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზებს იმიზეზებდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდი ჰქონდა, ერთხელ არცკი შეგვხვდა. რადგან, როგორც ჩანს, ეს არის მათი ჩვეული ფორმა საქმიანობის. მაშინ როდესაც, ჩვენ გვქონდა ექიმის თანხმობა, რომ მას თავისუფლად შეეძლო საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება. ეს იყო უბრალოდ მიზეზები, რატომაც ყოველ ჯერზე იგი უარს გვეუბნებოდა. ასე რომ, მითითებები, რომ ჩვენ რაღაცას ვაჭიანურებთ, ეს არის მორიგი სიცრუე მათი მხრიდან. თუ ადვოკატისთვის ასე მნიშვნელოვანი იყო ჩვენება, მას თავად შეეძლო გამოეკითხა ბრალდებული და ჩვენება წარედგინა გამოძიებისთვის“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურორის განმარტებით, დაცვის მხარის განცხადებები, რომ თითქოსდა პროკურატურა აჭიანურებს გამოძიებას, მიზანმიმართული სპეკულაცია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics