|
2017-02-26 14:42:48, 1426 ნახვა
საზოგადოება
კაკლიანის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სამგორის რაიონის გამგებელთან გიორგი ბაგრატიონთან ერთად, კაკლიანის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და დავალებები გასცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მიხეილ გახოკიძის ქუჩიდან დევნილთა დასახლებამდე ასფალტის საფარი დაიგება და ახალი ბორდიურები მოეწყობა. გზა ორ ფენად კი 5000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგება. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნულ ქუჩაზე მთლიანად წესრიგდება ყველა სახის კომუნიკაცია. „საბჭოთა პერიოდის შემდეგ ამ უბანს არ ჰქონდა გზა, დაზიანებული იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. სწორედ ამიტომ ჩვენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთად , მოვაწესრიგეთ მიწისქვეშა კომუნიკაცია, რომლის შემდეგაც რაიონული გამგეობა გზის საფარს აწესრიგებს . ჯამში 1,5 კილომეტრზე მეტი გზა იგება და ამ ქუჩაზე მთლიანად წესრიგდება ყველა სახის კომუნიკაცია, რათა დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს დაგებული გზა და მოსახლეობას მაქსიმალური კომფორტი ჰქონდეს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის მოწყობა. „აღნიშნულ მისამართზე ასევე მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის მოწყობა . როგორც საგზაო, ასევე სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები წლის ბოლომდე ძალიან ბევრ მისამართზე ჩატარდება. კაკლიანის დასახლებაში ასევე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია",- განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ აღდგენილი, ამორტიზირებული წყალსადენის, მაგისტრალური ქსელის შეცვლის შემდეგ დაიწყო. ღონისძიებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციული მართვის დირექტორი მამუკა კიკალიშვილიც ესწრებოდა. პროექტის საერთო ღირებულება 310 357 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და გაზაფხულისთვის დასრულდება. (NS)
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)