01:42 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 17:29:54, 2297 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ქანთარია გოცირიძეს: ერთი კარგი სათამაშო გასაღები ხომ არ გადმოგცეთ, რომ დაწყნარდეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, უსაფრთხოების სამსახური „ბრმა და ყრუ იყოს“.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტის  განხილვა მიმდინარეობს:

„აშკარად გამოიკვეთა ორი ურთიერთსაპირისპირო ამოცანა. ერთია- უმცირესობის ამოცანა, რომ უსაფრთხოების სამსახური იყოს ბრმა, ყრუ და ეს შედის თქვენს ფუნქციაში სამწუხაროდ და როდესაც „ნაციონალური მოძრაობა2“ მიხვდა, რომ ამ ამოცანას ვერ შეასრულებს, დამიჯერა და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რომ წავიდა სახლში. რაც შეეხება დედა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, მათ გააგრძელეს ეს შრომა. ბატონო რომან, სერიოზული კაცი ბრძანდებით და თქვენმა ბავშვური აღტკინებით კითხვებმა გაოცება  გამოიწვია ჩემში და ერთი აზრიც კი დამებადა- ერთი კარგი გასაღები სათამაშო  ხომ არ გადმოგცეთ თქვენ, რომ დაწყნარდეთ?! ის წუხილები, რასაც თქვენ ახლა აქ ამბობდით,  უფრო სხვა მხარესაა. იყო მოსმენების დროც, დასმენების დროც და არ მახსოვს თქვენი ხმამაღალი სიტყვა, სახალხო ფრონტის დროს მესმოდა, მაგრამ მერე- იყო სადისტურად გამწარებული ხალხი,  მოსმენები, მაგრამ  თქვენი კომპეტენტური აზრი არ გამიგია“,-მიმართა ნუკრი ქანთარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონის პროექტს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ მეორე მოსმენით განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics